ფეხბურთი

12:23 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" პირადი რეკორდი

ინგლისურმა „ლივერპულმა“ პრემიერლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა. საქმე ეხება ერთ სეზონში მოპოვებულ გამარჯვებებს. „ჩელსისთან“ მოგება (2:0) „წითლებისთვის“ მიმდინარე სეზონში 26-ე გამოდგა და ეს საუკეთესო შედეგია ამ გუნდისთვის.

მერსისაიდელებს ანალოგიური შედეგი ჰქონდათ 2013-2014 წლების სეზონში, თუმცა ახლა რეკორდის დამხობის ჩინებული შანსი აქვს, რადგან სეზონის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი.

გარდა ამისა, იურგენ კლოპის გუნდმა 85 ქულა მოუყარა თავი და ეს ერთით მეტია, ვიდრე 2013-2014 წლების სეზონში ჰქონდა (84). თავის მხრივ, სარეკორდო ნიშნულამდეც ერთი ქულა აშორებს (86 ქულა 2008-2009 წლების სეზონში).

შეგახსენებთ, "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" ორიქ ქულით სჯაბნის, თუმცა თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

თეგებილივერპული
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118474