კალათბურთი

11:20 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას „დეტროიტი“ განადგურდა

პლეი ოფის პირველ მატჩში ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ გასვლაზე „მილოუკი ბაქსთან“ 121:86 განადგურდა.

ფაჩულიამ პარკეტზე 17 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 5 ქულა და 9 მოხსნა შესძინა. ზაზამ 6-დან ორი ორქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „ბაქსმა“ პირველი პერიოდი 38:18 მოიგო, რის შემდეგადაც „დეტროიტს“ შანსი აღარ ჰქონია. იანის ადეტოკუმპომ გუნდს 24 ქულა, 17 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. „დეტროიტში“ კენარდი 21 ქულით გამოირჩა.

სერიის მეორე შეხვედრა ისევ „მილოუკის“ დარბაზში 18 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე გაიმართება.

Loading...
0.114352