ფეხბურთი

1:13 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში პირველი განაჩენი გამოტანილია: "კიევო" გავარდა

იტალიის სერია A-ს 32-ე ტურის შემდეგ ჩემპიონი ოფიციალურად ისევ არ ჰყავს. ამის ალბათობა კი ნამდვილად იყო - „ნაპოლი“ თუ ვერ მოიგებდა, „იუვენტუსი“ გაჩემპიონდებოდა.

ნეაპოლელები სეზონის ყველაზე სუსტ გუნდს, „კიევოს“ ვერონაში ესტუმრნენ და იმთვითვე ძნელი წარმოსადგენი გახლდათ, რომ გამარჯვება ვერ მოეპოვებინა. ასეც მოხდა, „ნაპოლიმ“ ადვილად მოიგო „ბენტეგოდიზე“ და „იუვესთან“ ჩამორჩენა ორი ქულით შეამცირა... კალიდუ კულიბალის ჰქონდა გამორჩეული მატჩი - დუბლი მიითვალა. ბუნებრივია, ეს მცველისთვის შესანიშნავი შედეგია. „ნაპოლის“ კი შერჩა შანსი ჩემპიონობის მიზერული, ფორმალურად, მაგრამ „კიევოს“ უკვე აღარაფრის იმედი ექნება. „მფრინავი ვირები“ უკვე ოფიციალურად დაქვეითდნენ და მომდევნო სეზონში სერია B-ში ითამაშებს.

„ინტერი“ ჩემპიონთა ლიგას უახლოვდება. „ნერაძურიმ“ მორიგი სამი ქულა მიითვალა და სასწაული თუ არ მოხდა, სეზონს ოთხეულში ნამდვილად დაასრულებს. ლუჩანო სპალეტის მეტოქე გასავარდნად განწირული „ფროზინონე“ იყო და ფავორიტის სტატუსი გაამართლა. რაჯა ნაინგოლანმა და ივან პერიშიჩმა პირველივე ტაიმში სერიოზული ფორა მოუტანეს თავის გუნდს, მეორე ნახევარში კი კასატამ და მატიას ვესინომ გოლები გაცვალეს.

გენუაში, დერბი დელა ლანტერნა შედგა „სამპდორიასა“ და „ჯენოას“ შორის. მარკო ჯამპაოლოს გუნდი წელს უფრო დამაჯერებელია და გასაკვირი არაა, რომ პრინციპული მეტოქეც დაამარცხა. გრეგუა დეფრელმა მალევე გახსნა ანგარიში, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში ფაბიო კუალიარელამ სხვაობა გაზარდა. ვეტერანი იტალიელი აგრძელებს გოლების გატანას და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

დანარჩენი სამი მატჩი ფრედ დასრულდა. „სასუოლომ“ და „პარმამ“ გოლები ვერ გაიტანეს, ისევე, როგორც ფლორენციაში, „ფიორენტინამ“ და „ბოლონიამ“. „იების“ ძველ-ახალ თავკაც ვინჩენცო მონტელას დაბრუნება არცთუ ისე წარმატებული გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ მის გუნდს დიდი უპირატესობა ჰქონდა. ტურინში კი, „ტორინომ“ და „კალიარიმ“ გოლები გაცვალეს და ქულებიც გაინაწილეს.

„ტორინო“ – „კალიარი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ძაძა (52), 1:1 პავოლეტი (75)

„ფიორენტინა“ – „ბოლონია“ 0:0 (0:0)

„სამპდორია“ – „ჯენოა“ 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დეფრელი (3), 2:0 კუალიარელა (53, პენ)

„სასუოლო“ – „პარმა“ 0:0 (0:0)

„კიევო“ – „ნაპოლი“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 კულიბალი (15), 0:2 მილიკი (64), 0:3 კულიბალი (81), 1:3 ცეზარი (90)

„ფროზინონე“ – „ინტერი“ 1:3 (0:2)

გოლები: 0:1 ნაინგოლანი (19), 0:2 პერიშიჩი (37, პენ), 1:2 კასატა (61), 1:3 ვესინო (90)

თეგებისერია A
0.108953