ფეხბურთი

21:47 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტრანსფერის შემთხვევაში, „მანჩესტერი“ მზადაა ერიკსენს ხელფასი გაუსამმაგოს

„ტოტენჰემის“ დანიელმა ნახევარმცველმა, კრისტიან ერიკსენმა, შესაძლოა, კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს - გვამცნობს The Sun. გამოცემის მტკიცებით, 27 წლის ერიკსენი „დეზების“ ხელმძღვანელობისგან ხელფასის გაზრდას ითხოვს.

მას სურს გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის, ჰარი კეინის დარი ჯამაგირი ჰქონდეს, ანუ კვირაში დაახლოებით 230 ათასი ევრო. ლონდონური კლუბი არ აპირებს დანიელისთვის ხელფასის ამდენად გაზრდას და სიტუაციით შესაძლოა,“მანჩესტერმა“ ისარგებლოს და ერიკსენს კვირაში 280 ათასი ევრო შესთავაზოს. ტრანსფერი კი მანკუნიანელებს დაახლოებით 110 მილიონი დაუჯდებათ.

მიმდინარე სეზონში ერიკსენმა „ტოტენჰემის“ მაისურით 42 მატჩში 8 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემით გამოირჩა. „დეზებთან“ მისი კონტრაქტი 2020 წლამდეა გათვლილი, ხელფასი კი კვირაში 92,5 მილიონი ევროა.

Loading...
0.120562