ჩოგბურთი

21:15 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძემ პორტუგალიური ტურნირი სეტისწაუგებლად მოიგო
წყვილთა შეჯიბრში შაფათავამ იმარჯვა

ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიურ ობიდოსში გამართული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) გამარჯვებული გახდა. საინტერესოა, რომ ჩვენებურმა შეჯიბრზე ჩატარებული 5 მატჩი ისე მოიგო, მეტოქეებისთვის სეტიც კი არ დაუთმია.

მე-5 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებული, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ემილი ვებლი სმითი 6:3, 6:1 დაამარცხა, შემდეგ კი, მიყოლებით აჯობა კვალიფიკაციიდანვე გამოსულ ლატვიელ დანიელა ვისმანეს (6:3, 6:0), მე-4 რეიტინგის მქონე ესპანელ კრისტინა ბუკსას (6:3, 6:1), თანამემამულე სოფო შაფათავასა (6:2, 6:2) და კიდევ ერთ ესპანელ ნურია პარიზას-დიაზს – 6:2, 7:6 (7:5).

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა აღმართა წყვილთა შეჯიბრის გამარჯვებულისთვის დაწესებული პრიზიც. ფინალურ მატჩში სოფო შაფათავა და ხსენებული ვებლი-სმითი ბოლქვაძესა და სლოვენიელ ნასტია კოლარს გაეჯიბრნენ და მძიმე ბრძოლაში 6:1, 2:6, 11:9 მოიგეს.

Loading...
0.151305