ფეხბურთი

12:57 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურა - მეოთხე ბრაზილიელი ჰეთ-თრიკის ავტორი პრემიერლიგაში

ლონდონის "ტოტენჰემის" შემტევმა ლუკას მოურამ "ჰადერსფილდთან" მოგებულ (4:0) პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში სამი გოლი გაიტანა და გახდა მეოთხე ბრაზილიელი, რომელმაც ინგლისის ჩემპიონატში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლოა. შესაბამისად, სამხრეთამერიკელი პირველი ბრაზილიელია აღნიშნულ კომპონენტში "ტოტენჰემის" ისტორიაში.

აქამდე სამი გოლი ერთ მატჩში პრემიერლიგაში რობინიოს ("მანჩესტერ სიტი"), აფონსო ალვესს ("მიდლსბრო") და რობერტო ფირმინოს ("ლივერპული") ჰქონდათ გატანილი. მოურა "მამლების" ღირსებას გასული წლის იანვრიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ლუკასმა 40 შეხვედრაში 12 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114763