ფეხბურთი

15:41 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰუმელსმა შესაძლოა "ბაიერნი" დატოვოს

ბენჟამინ პავარის და ლუკას ერნანდესის ტრანსფერების შემდეგ, ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნი" შესაძლოა მატს ჰუმელსმა დაცვის ხაზში გაზრდილი კონკურენციის გამო დატოვოს. Sport1-ის ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველს "იუვენტუსში" ან პსჟ-ში თამაში სურს.

მიმდინარე სეზონში ჰუმელს რეგულარულად უწევს ტამაში და რამდენიმე მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. ჯამში გერმანელმა "ბაიერნის" მაისურით 27 შეხვედრა ჩაატარა და თავი ორ-ორი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჰუმელსი "რეკორდმაისტერთა" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია. 2008-2016 წლებში მატსი "დორტმუნდში" თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112006