ფეხბურთი

20:21 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩში "ტორპედომ" "ვიტ ჯორჯია" 2:1 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქუთაისელთა მხრიდან პირველი გოლი 29-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა, ხოლო 65-ე წუთზე ბუდუმ თორნიკე კაპანაძეს გაატანინა. სტუმართაგან თავი მატჩის ბოლოს ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა.

"ტორპედოს" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 16 ქულა დაუგროვდა და მესამე ადგილზე იმყოფება. კახაბერ ჩხეტიანის გუნდი მომდევნო მატჩს სტუმრად "ჩიხურასთან" 21 აპრილს ჩაატარებს. "ვიტ ჯორჯიამ" კი მეოთხე მარცხი განიცადა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე პოზიციაზეა. ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი მეცხრე ტურში "დინამო თბილისს" უმასპინძლებს.

Loading...
სტატისტიკა
0.25576