ფეხბურთი

18:27 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში შესაძლოა "სევილიაში" დაბრუნდეს

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მცველი დანი ალვეში შესაძლოა ზაფხულში „სევილიაში“ დაბრუნდეს. L’Equipe-ს ინფორმაციით, ანდალუზიელები მზად არიან ბრაზილიელი დაიბრუნონ.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ალვეში პსჟ-სთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, რადგან „სევილიას“ მისი დამატება თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.

მიმდინარე სეზონში 35 წლის ალვეში პარიზელთა მაისურით 23 თამაში ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა. „სევილიაში“ კი, 2003-2008 წლებში ირიცხებოდა და 230 მატჩიც ჩაატარა.

0.111567