ფეხბურთი

17:05 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: "სამწუხაროა, მაგრამ ალბათ "ბაიერნის" მაისურით მოედანზე ვეღარ გავალ"

მიუნხენის „ბაიერნს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლეგენდარული არიენ რობენი დატოვებს. ეს ინფორმაცია კარგა ხნის წინ ოფიციალურადაც დადასტურდა.

თუმცა, ჰოლანდიელმა ჯერ კიდევ არ იცის, სად და საერთოდ თუ გააგრძელებს კარიერას. როგორც თავად განაცხადა, ტრავმა ისევ აწუხებს და „ბაიერნის“ მაისურის მორგებას ალბათ, კიდევ ერთხელ ვერ შეძლებს.

„არმგონია, რომ „ბაიერნის“ მაისურით ერთი თამაშის ჩატარება მაინც მოვახერხო. სამწუხაროა, მაგრამ რბოლემა მაქვს და არ ვიცი, როდის გამოვჯანმრთელდები. გარკვეული წინადადებები მქონდა, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ვარჯიშს დავუბრუნდე მუდმივად. ჩემი კარიერის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, - თქვა რობენმა.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის არიენ რობენი „რეკორდმაისტერს“ 2009 წლის ზაფხულში მადრიდის „რეალიდან“ შეუერთდა და გუნდის ისტორიაში დიდი კვალი დატოვა.

Loading...
სტატისტიკა
0.237544