ჭიდაობა

15:14 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

საჩინო დავითაია მერვედფინალშია (+VIDEO)

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წინასწარ და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ფალავნები მართავენ.

67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საჩინო დავითაიამ საფრანგეთის წარმომადგენელ იასინ ოზაის 6-4 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ქართველი ფალავანი მერვედფინალში გერმანელ ერიკ ვეისს შეხვდება.

აქვე გეტყვით, რომ 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რამაზ ზოიძემ პოლონელ ბერტანეკთან 5-14 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113782