ფეხბურთი

13:49 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "პოგბა "მანჩესტერზეა" კონცენტრირებული"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი პოლ პოგბას გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა.

ნორვეგიელმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ ჭორებია და პოგბა „იუნაიტედზეა“ კონცენტრირებული.

„არ ვიცი ეს ხმები საიდან გაჩნდა, მაგრამ პოლი ყოველთვის პოზიტიურადაა განწყობილი, კონცენტრირებულია „მანჩესტერში“ თამაშზე. პოგბა საამაყო ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის განვითარებისთვის მუშაობს, „ბარსელონასთან“ მან ძალიან ბევრი იმუშავა“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგ ნახევარმცველს ბოლო დროს მადრიდის „რეალთან“ აკავშირებენ და გაჩნდა ხმები, რომლის მიხედვითაც, თავადაც სურს ესპანეთში გადაბარგება. პოგბამ მიმდინარე სეზონში 40 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.240003