ფეხბურთი

12:43 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულის" ლეგენდარული კაპიტანი გარდაიცვალა

ინგლისური „ლივერპულის“ ლეგენდარული კაპიტანი ტომი სმიტი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია „წითლების“ ვებგვერდმა გაავრცელა და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

სმიტი „ლივერპულში“ 1962-1978 წლებში თამაშობდა, მერსისაიდელთა ღირსება 638 მატჩში დაიცვა და 48 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, ოთხჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, მოიგო ჩემპიონთა თასისა და უეფას თასის ტურნირებიც.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110691