ფეხბურთი

3:25 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ში თამაში რასისტული შეურაცხყოფის გამო შეწყდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრა „დიჟონსა“ და „ამიენს“ შორის დროებით შეწყდა. ამის მიზეზი მასპინძელთა ქომაგების მხრიდან სტუმართა გუნდის კაპიტან პრინს გუანოზე რასისტული შეურაცხყოფა გახდა.

გუანოს „დიჟონის“ გულშემატკივრები მთელი თამაში შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდგომაც „ამიენის“ კაპიტანმა მსაჯს მიმართა:

„ეს საშინელებაა, არ შეიძლება ასე გაგრძელება. ან სტუაცია მოგვარდება ან ჩემს გუნდში გასახდელში შევიყვან“, - უთხრა შეხვედრის არბიტრს გუანომ.

ეს ყოველივე მატჩის 78-ე წუთზე მოხდა, რის შემდგომაც გუანო „დიჟონის“ ქომაგებთან მივიდა და გამოელაპარაკა. მას შეუერთდნენ მეტოქე ფეხბურთელებიც. ინციდენტს ლიგა 1-ის ხელმძღვანელობაც გამოეხმაურა, პრინს მხარდაჭერა გამოუცხადეს და მომხდარი დაგმეს.

„ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ და ზოგერიერთს ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს“, - თქვა ნამატჩევს პრინს გუანომ.

შეხვედრა კი, რომელიც 78-ე წუთზე შეწყდა, ცოტა ხანში განახლდა და საბოლოოდ, ფრედ, 0:0 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116274