ჩოგბურთი

23:23 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილის პირველი მეტოქე ფუჩოვიჩია

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე კარლოს მასტერსის (14-21 აპრილი, საპრიზო ფონდი 5 585 030 დოლარი) პირველ წრეში უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს ეთამაშება.

27 წლის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში მისთვის სარეკორდო მე-17 ადგილზეა, მისი თანატოლი ფუჩოვიჩი კი 37-ეა. ქართველი და უნგრელი ჩოგბურთელები ერთმანეთს წლეულს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამის ტურნირზე შეხვდნენ და მარტონმა 7:6 (7:1), 6:1 მოიგო.
ბასილაშვილსა და ფუჩოვიჩს მანამდეც უთამაშიათ: 2013 წელს, სტამბულში (თურქეთი) ფუჩოვიჩმა 6:1, 7:5 იმარჯვა, 2014-ში, მონპელიეში (საფრანგეთი) ისვე 6:1, 2:0-ს იგებდა, როდესაც ჩვენებურმა თამაში შეწყვიტა, 2015 წლის უიმბლდონის კვალიფიკაციაში კი, ბასილაშვილმა უხერხული მეტოქე 6:4, 6:4, 3:6, 6:2 დაამარცხა.
თუკი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ფუჩოვიჩს აჯობა, მონაკოში დაგეგმილი მასტერსის მე-2 რაუნდში ფრანგ ადრიან მანარინოსა და ბრიტანელ კამერონ ნორიეს შორის უმჯობესს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111409