ფეხბურთი

22:30 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინო ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ლივერპულის" თავდამსხმელი რობერტო ფირმინო დაასახელეს. მეორე ადგილზე "ტოტენჰემის" შემტევი სონ ჰინ მინი გავიდა, ხოლო მესამეზე - ფრენკი დე იონგი ("აიაქსი").

რობერტო ფირმინომ "პორტუსთან" მოგებულ პირველ მატჩში (2:0) მეხუთე წუთზე ნაბილ კეიტას საგოლე გადაცემა გაუკეთა, ხოლო 26-ე წუთზე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გადაცემის შედეგად გამოიჩინა თავი. მიმდინარე სეზონში სამხრეთამერიკელს 43 მატჩში 15 გოლი და რვა საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115399