ფეხბურთი

23:05 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე ჟოაუ ფელიში გამოარჩიეს

ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ეტაპის მატჩების შემდეგ გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელად ლისაბონის "ბენფიკას" თავდამსხმელი ჟოაუ ფელიშ სეკეირა დაასახელეს.

19 წლის ფეხბურთელმა ფრანკფურტის "აინტრახტთან" მოგებულ მატჩში (4:2) სამი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ახალგაზრდა თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 15 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ფელიში "ბენფიკას" პირველ გუნდში რიგებში 2018 წლის ზაფხულიდან თამაშობს.

Loading...
სტატისტიკა
0.286403