ფეხბურთი

17:33 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩილეს ნაკრებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სასტუმრო რუმსში ჟურნალისტებს შეხვდა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით „ჯვაროსნები“ 5 სექტემბერს ჩილეს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.

„ჩილეს ნაკრებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ამხანაგური მატჩის თაობაზე, რომელიც თბილისში, სექტემბერში უნდა გაიმართოს. ჯერჯერობით საკითხი ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა დიდი ალბათობით გადაწყვეტილება დადებითი იქნება“, - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრების გარდა, საქართველოს ნაკრები ნოემბერში მსოფლიოს ვიცე ჩემპიონ ხორვატიას შეხვდება.

Loading...
0.121432