ფეხბურთი

14:03 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსმა შესაძლოა "რეალი" დატოვოს

ტონი კროოსისა და მადრიდის „რეალის“ ურთიერთობა შესაძლოა ზაფხულში დასრულდეს. As-ის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი ნავსაყუდელის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს.

გერმანელის გასხვისების წინააღმდეგი არც „რეალია“. მიმდინარე სეზონს კროოსი ჩვეულ დონეზე ვერ ატარებს და კრიტიკა როგორც ქომაგების, ისე ექსპერტების მხრიდან არაერთხელ დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი „სამეფო კლუბის“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს. ყველაზე აქტიურად გერმანელ ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებენ, ხოლო მადრიდში მის შემცვლელად პოლ პოგბა ან კრისტიან ერიკსენი ესახებათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116169