ფეხბურთი

12:49 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი“ მზადაა ბეილი 70 მილიონად გაყიდოს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის „რეალი“ უელსელ შემტევს გარეტ ბეილს გაყიდის, აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ ბეილს 70 მილიონ ევროდ აფასებს. გავრცელებული ინფორმაციით უელსელის გადაბირებით „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნატედი“ არიან დაინტერესებულები.

2013 წელს ბეილი "ტოტენჰემიდან" "რეალში" გადავიდა.

მიმდინარე სეზონში ბეილმა 38 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 14 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Loading...
სტატისტიკა
0.239996