კალათბურთი

11:46 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ში ჰარდენი და ადეტოკუმპო აღიარეს

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მაისი-აპრილის თვის საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში „ჰიუტონის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენი, ხოლო აღმოსავლეთში „მილოუკის“ ფორვარდი იანის ადეტოკუმპო დაასახელეს.

ჰარდენი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 34.8 ქულას, 6.9 მოხსნას და 7.1 პასს აგროვებდა. ადეტოკუმპო კი საშუალოდ ერთ მატჩში 30 ქულას, 12.2 მოხსნას, 5.8 პასს და 1.8 ბლოკ-შოტს აკეთებდა.

0.115988