თამაშგარე

11:16 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მიჩქმალული გერმანულ-ამერიკული სიყვარული

გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი ნამეტნავად ბენტერა და მორიდებული კაცი უნდა იყოს, თორემ მის ადგილზე სხვა ნებისმიერი ცნობილი ფეხბურთელი ერთხელ კი არა, ბარე ათასჯერ მაინც გამოამზეურებდა თავის მართლაც რომ მომხიბვლელ გულისსწორს, ამერიკელ მოდელს, დანიელა გრეისს.

კარიუსსა და დანიელა გრეისს შორის გაჩენილ სასიყვარულო ძაფებს ყურადღება ევროპისა და ამერიკის ბულვარულმა მედიამ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში მიაქცია, თუმცა მთელი ეს ბოლო თვეებია, კარიუსიცა და მისი გულისწორიც, ამ თემაზე არათუ არ საუბრობენ, ვგონებთ საერთოდ გაუთქმელობის აღთქმა აქვთ დადებული.

დანიელა გრეისი როგორც ჭეშმარიტ მოდელს შეშვენის, ოფიციალურად აცხადებს, რომ გათხოვება მის უახლოეს გეგმებში არ შედის და ამ ასულის მთელი დრო და ენერგია კარიერული წინსვლისკენაა მიმართული. თუმცა, გათხოვება სულაც არ ჭირდება იმას, რასაც ბულვარული პრესა, ჩვენ და ლორის კარიუსი ვგულისხმობთ...

Loading...
0.1484