სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ისტორია

9:44 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

12 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

1941 – დაიბადა ბობი მური (რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური). ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” კაპიტანი (ამპლუით მცველი). ამ გუნდში გამოდიოდა 1958-74 წლებში. 1974-77 წლებში თამაშობდა კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში “ფულჰემში”, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის კლუბებში (“სან ანტონიოსა” და “სიეტლში’). ინგლისისა და აშშ-ს ჩემპიონატების 699 მატჩში გაიტანა 26 გოლი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 და 1970 წლების მუნდიალებზეც. 1965 წელს, “ვესტ ჰემთან” ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი. ინგლისის ნაკრებში ჩატარებული აქვს 108 მატჩი (2 გოლი). 1964 წელს მოიგი ინგლისის თასი და დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ბობი მური 1993 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1858 - დეტროიტში, ამერიკის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა ბილიარდში. ტურნირი მაიკლ ფელანმა მოიგო.

1877 - ბეისბოლის მატჩის მსვლელობისას “ქეთჩერმა” პირველად გაიკეთა დამცავი ნიღაბი.

1896 - სტამასია პორტისი პირველი ქალბატონი გახდა, რომელმაც მარათონული გარბენი მოიგო. ეს, ათენში 1896 წელს თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას მოხდა.

1905 - ნიუ იორკში იპოდრომი გაიხსნა.

1959 - ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ბილი რაიტმა თავისი ქვეყნის ნაკრების შემადგენლობაში მეასე შეხვედრა ჩაატარა. ეს ლონდონის “უემბლიზე” შოტლანდიასთან პაექრობისას მოხდა. სულ რაიტმა ნაკრებში 105 მატჩი ჩაატარა, აქედან 70-ში ზედიზედ იასპარეზა. ბილი რაიტი ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს სამ ჩემპიონატზე კაპიტნობდა (1954, 1958, 1962). რაიტი 1994 წელს გარდაიცვალა.

1980 - აშშ-ის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი ოფიციალურად გამოუცხადა.

1989 - UEFA-მ ინგლისურ კლუბებს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და ევროთასებზე გამოსვლის უფლება დართო.

2005 - ბულგარეთის ქალაქ ვარნაში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე, ლუკა კურტანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ეს სახელოვანი ქართველი ფალავნის მეხუთე გამარჯვება გახლდათ ევროპის პირველობაზე. ამ მაჩვენებლით იგი ქართველ მოჭიდავეთა შორის საუკეთესოა. ლუკა კურტანიძე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია, გარდა ამისა მას, 1996 და 2000 წლების ოლიმპიადებზე ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული.

2005 - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა მილანურ კლუბებს, “ინტერსა” და “მილანს” შორის, 75-ე წუთზე სკანდალურად დასრულდა. “მილანი” 1:0 იგებდა (პირველი მატჩიც “როსონერიმ” 3:0 მოიგო), როდესაც ტიფოზებმა მოედანზე სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს. მომდევნო ეტაპზე “მილანი” გავიდა. მეორე მეოთხედფინალურ წყვილში “ჩელსიმ” იმარჯვა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიღმა მიუნხენის “ბაიერნი” დატოვა.

2005 - პედრო პაულეტამ პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობაში გამოსვლისას 42-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ეუსებიოს გაასწრო. სულ კი პაულეტას ანგარიშზე 47 სანაკრებო გოლია.

2006 - ევროპის 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სტუმრად მალტის გუნდი დაამარცხა (2:1). ქართველთაგან გოლები ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.საქართველოს ნაკრებს რალფ მინგე წვრთნიდა.

2006 - კოლუმბიის ფეხბურთელთა ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოასპარეზე კლუბ “ენვიგადოს” ვარჯიშზე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. დუბლ-შემადგენლობის წარმომადგენელმა 17 წლის ფეხბურთელმა, ვიქტორ ალფონსო გერერომ მოულოდნელად გონება დაკარგა. იგი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

2008 - ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე პირველობა ზაზა კედელაშვილმა (66 კგ წონითი კატეგორია) მოიპოვა. ნესტორ ხერგიანი (60 კგ), დავით ქევხიშვილი (73 კგ) და ირაკლი ცირეკიძე (90 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

2008 - საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კრასნოიარსკში რუსეთის ნაკრებს 18:12 სძლია და “ერთა თასი” მოიპოვა. საქართველომ რუსი რაგბისტები ურთიერთშეხვედრებში საიუბილეოდ, მეათედ დაამარცხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1907 - პიტ ჯერარდინი. დიდი ბრიტანელი წყალში მხტომელი. ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1912 - არსენ მეკოკიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (+100 კგ წონითი კატეგორია) ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1954 წელს მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. საბჭოთა კავშირის ცხრაგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, შვიდგზის ჩემპიონი სამბოში. 44 წლის ასაკში, 1956 წელს არსენ მეკოკიშვილმა საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადა მოიგო. სპორტის დამსახურებული ოსტატი. გარდაიცვალა 1972 წლის 7 მარტს. სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხისა და ღირსების ორდენები.

1941 - ბობი მური (რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური). ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” კაპიტანი (ამპლუით მცველი). ამ გუნდში გამოდიოდა 1958-74 წლებში. 1974-77 წლებში თამაშობდა კიდევ ერთ ლონდონურ გუნდში “ფულჰემში”, შემდეგ ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის კლუბებში (“სან ანტონიოსა” და “სიეტლში’). ინგლისისა და აშშ-ს ჩემპიონატების 699 მატჩში გაიტანა 26 გოლი. 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. მონაწილეობდა 1962 და 1970 წლების მუნდიალებზეც. 1965 წელს, “ვესტ ჰემთან” ერთად მოიგო თასების მფლობელთა თასი. ინგლისის ნაკრებში ჩატარებული აქვს 108 მატჩი (2 გოლი). 1964 წელს მოიგი ინგლისის თასი და დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელად. ბობი მური 1993 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.

1944 - გონსალეს ექტორ ჩუმპიტასი. 1964-82 წლებში პერუს საფეხბურთო ნაკრების მცველი. თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 105 მატჩი (მეორე მაჩვენებელი პერუელთა ნაკრების ისტორიაში), გაიტანა 3 გოლი. 1975 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. სამხრეთ ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა ევროპის ნაკრების წინააღმდეგ. ჩუმპიტასი პერუს ცხრაგზის ჩემპიონი.

1949 - ოტმარ ჰიტცფელდი. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო მწვრთნელი. ციურიხის “გრასჰოპერსის,” დორტმუნდის ბორუსიასა და მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი. გერმანულ გუნდებთან ერთად მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა და გერმანული ბუნდესლიგა. როგორც მოთამაშემ, მონაწილეობა მიიღო მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

1957 - რინატ დასაევი. საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრების, ასტრახანის “ვოლგარის,” მოსკოვის “სპარტაკისა” და “სევილიას” მეკარე. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1979, 1987). 1982 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის საუკეთესო მოთამაშედ. საუკეთესო მეკარისთვის განკუთვნილი ჟურნალ “ოგონიოკის” პრიზი მოიპოვა 1980, 1982, 1983, 1985, 1987 და 1988 წლებში. 1988 ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი. 1980 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. 1982, 1986 და 1990 წლების მუნდიალების მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაუშვა 70 გოლი. მსოფლიოს ნაკრებში ჩაატარა ორი მატჩი. 2003-2005 წლებში იყო რუსეთის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი.

1974 - სილვინიო. ბრაზილიის ნაკრების, “კორინთიანსის”, “არსენალის”, “სელტასა” და “ბარსელონას” ფეხბურთელი. ბრაზილიის ნაკრებში ჩაატარა 6 მატჩი.

1974 - რომან ჰამრლიკი. ჩეხი ჰოკეისტი. 1998 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1976 - ბრედ მილერი. “საკრამენტო კინგზის” ცენტრი (213 სმ).

1981 - ნიკოლას ბურდისო. არგენტინის ფეხბურთელთა ნაკრების, “ბოკა ხუნიორსისა” და მილანის “ინტერის” ფეხბურთელი. არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 26 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მონაწილე. 2001 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 19 წლამდელ ფეხბურთელთა შორის. 2006, 2007, 2008 და 2009 წლებში გახდა იტალიის ჩემპიონი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1977 - ფილიპ ვრიგლი. ბეისბოლისტთა კლუბ “ჩიკაგოს” მეპატრონე.

1981 - ჯო ლუისი. მძიმეწონოსან მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1937-1946 წლებში).

1989 - შუგარ რეი რობინსონი. მძიმეწონოსან მოკრივეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი (1945-1951 წლებში). მან საკუთარი ტიტული ექვსჯერ დაკარგა და პლანეტის უძლიერესი მოკრივის წოდების დაბრუნებას ახერხებდა. სპორტიდან 45 წლის ასაკში წავიდა. 202 ჩატარებული ორთაბრძოლიდან, მოგებული აქვს 175.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113289
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X