ფეხბურთი

9:04 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რემზი: „ნაპოლისთან“ დაპირისპირება ჩინებულად დავიწყეთ“

ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველმა, აარონ რემზიმ, ევროპა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისმა გუნდმა დიდი ნაბიჯი გადადგა საერთო გამარჯვებისკენ.

„ორი გოლი გაიტანო და საკუთარი კარი მშრალად შეინახო, ჩინებული დასაწყისია. რთული შეხვედრა გამოდგა. „ნაპოლი“ კარგი გუდია. შესანიშნავად აკონტროლებენ ბურთს. ამიტომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა წარმატების მისაღწევად.

ახლა, საპასუხო მატჩის წინ, უპირატესობა ჩვენს მხარეზეა. მაგრამ ისიც ვიცით, რომ მძიმე თამაში გველის. „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე არ გაუმართლა და ახლა ეცდება გულშემატკივრები გაახაროს. ჩვენ კი კარგი შანსი გვაქვს ნახევარფინალში გასასვლელად.“ - უთხრა რემზიმ ტელეარხ BT Sport-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111167