ავტოსპორტი

21:33 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს „მაკლარენი“ ინდი 500-სთვის მზადაა

„მაკლარენმა“ წარმოადგინ სარბოლო ავტომობილი, რომლითაც ფერნანდო ალონსო ინდი 500-ის წლევანდელ რბოლაში (26 მაისს) მიიღებს მონაწილეობას. ახალ სარბოლო ავტომობილს უბრალოდ, #66 დაარქვეს, რომელიც 1972 წლის ინდი 500-ზე ამერიკელი მარკ დონოჰიუს გამარჯვების აღსანიშნავად გაკეთდა. დონოჰიუს „მაკლარენ-ოფენჰაუზენ M16-ს“ სწორედ 66 ნომერი ეწერა.

„მაკლარენ #66“ იმავე პაპაია ფორთოხლისფერშია გამოწყობილი, როგორშიც ბრიტანული გუნდის ფორმულა 1-ის MCL34. ძირითად ფერთან ამ შემთხვევაშიც, ლურჯია შეხამებული. შარშანდლისგან განსხვავებით, ავტომობილი „შევროლეს“ ძრავით არის აღჭურვილი. გასულ სეზონში ალონსო რამდენიმე წრეზე ლიდერიც კი იყო, თუმცა ფინიშამდე ცოტა ხნით ადრე, „ჰონდას“ ძრავმა უმტყუნა.

ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონის მიზანი, ეგრეთ წოდებული სამმაგი გვირგვინის მოპოვებაა, რომელშიც მონაკოს დიდი პრიზი, ლე მანის 24-საათიანი რბოლა და ინდი 500 შედის. ესპანელს პირველი ორი მოგებულ აქვს და თუ ინდიზეც გაიმარჯვებს, გახდბა ავტოსპორტის ისტორიაში მეორე მრბოლი, ვინც სამმაგ გვირგვინს დაეუფლება. ფორმულა 1-ის ორგზის ჩემპიონი, ბრიტანელი გრემ ჰილი ერთადერთია, ვინც აქამდე ეს მოახერხა.

Loading...
0.167104