ფეხბურთი

17:20 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავა: "გუნდის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ"

დონეცკის „შახტარის“ ქართველი მცველი დავით ხოჭოლავა მზადაა გუნდს ნებისმიერ მომენტში დაეხმაროს. ჩვენებურმა „მეშახტეთა“ ორ უახლოეს შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დასვენების დრო არაა.

„ვფიქრობ, რომ მზად ვართ, დასვენების დრო არ არის. პირველი-ორი აღდგენისთვის ძნელი იყო, მაგრამ თამაშისთვის 100%-ით მზად ვართ. გადაწყვეტილება მწვრთნელმა უნდა მიიღოს თუ ვინ გავა მოედანზე, მაგრამ ვიცი, მე მზად ვარ გუნდის დასახმარებლად.

„ზორია“ სწრაფი გუნდია, კონტრშეტევაზე კარგად თამაშობს, ინდივიდუალისტები ჰყავს და ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს. ძლიერი გუნდია და რთული ბრძოლა გველოდება. თითქმის ყველა ჯანმრთელად ვართ, არსებობს მიკროტრავმები, მაგრამ ვფიქრობ, ერთ-ორი დღის ამბავია. მთავარია გავიმარჯვოთ, არ დავუშვათ შეცდომები და არ გავუშვათ გოლი.

„დნიპრო 1“? უკრაინის თასის ნახევარფინალში შემთხვევით ვერავინ გავიდოდა, ამიტომ რთულ მატჩს ველოდებით“, - განაცხადა ხოჭოლავამ ადგილობრივ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ „შახტარი“ 13 აპრილს, უკრაინის ჩემპიონატში „ზორიას“ უმასპინძლებს, ხოლო ოთხი დღის შემდეგ უკრაინის თასის ნახევარფინალში „დნიპრო 1“-ს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114776