ფეხბურთი

16:25 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა ფლორენციაში დაბრუნდა

ფლორენციის „ფიორენტინას“ ამიერინდა ვინჩენცო მონტელა გავწრთნის. ამის შესახებ იტალიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება. როგორც „იების“ ვებგვერდი წერს, „აეროპლანინოსთან“ კონტრაქტი 2021 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

მონტელამ სტეფანო პიოლი შეცვალა, რომელმაც ორი დღის წინ თავად დატოვა დაკავებული პოსტი. 44 წლის იტალიელი კი, ბოლოს ესპანურ „სევილიას“ ედგა სათავეში.

მონტელა „ფიორენტინაში“ 2012-2015 წლებში მუშაობდა. ფლორენციელებს ორჯერ დააკავებინა მეოთხე ადგილი იტალიის ჩემპიონატში, ერთხელ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ათამაშა, ხოლო ერთხელაც იტალიის თასის ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116695