ფეხბურთი

15:30 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო კოშტამ სეზონი დაასრულა: "ატლეტიკოს" ფორვარდის უმკაცრესი სასჯელი

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოშტასთვის მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. ამის მიზეზი ტრავმა არაა, მკაცრი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

საქმე ისაა, რომ ბრაზილიური წარმოშობის შემტევი „ბარსელონასთან“ მატჩში მოედნიდან გააძევეს, მომხდარზე ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და დასკვნაც გამოიტანა: კოშტა 94-ე და 96-ე მუხლების თანახმად დაისაჯა, რაც რვა მატჩიან(!) დისკვალიფიკაციას გულისხმობს.

დიეგო კოშტამ მთავარ არბიტრ ხილ მანსანოს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ამის გამო 4 ტურით დაისაჯა. კიდევ 4 ტური კი იმისთვის დაუმატეს, რომ მსაჯს ხელით შეეხო.

შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიეგო კოშტა შვებულებაში ვადაზე ადრე გავიდა. ვინაიდან „ატლეტიკო“ ჩემპიონთა ლიგაზე და სამეფო თასზე აღარ თამაშობს, ხოლო ლა ლიგის დასრულებამდე 7 ტურია დასრულებული, კოშტა ამ სეზონში მოედანზე ვერ გავა.

Loading...
სტატისტიკა
0.245437