ფეხბურთი

11:49 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილმა ვარჯიში განაახლა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი გამოჯანმრთელდა. ესპანური "სარაგოსას" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფრომაციით, 23 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ქართველმა შემტევმა ტრავმა ინავარში მიიღო და დიდი ალბათობით 14 აპრილს, "ალკორკონის" წინააღმდეგ მატჩში ითამაშებს.

პაპუნაშვილმა მიმდინარე სეზონში გამუდმებული ტრავმების გამო მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა. "სარაგოსას" ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში 38 ქულა აქვს, მე-16 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 5 ქულა აშორებს.

Loading...
0.124612