ისტორია

9:50 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

11 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1948 – დაიბადა მარჩელო ლიპი. აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში გამოდიოდა “სავონაში,” “სამპდორიასა” და “პისტოეზეში”. ამპლუით ნახევარმცველმა და მცველმა საკლუბო დონეზე ჩაატარა 305 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 1982 წლიდან “სამპდორიას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა, ხოლო 1989 წელს მას სერია A-ს გუნდი “ჩეზენა” ჩააბარეს. შემდგომში მარჩელო ლიპი წვრთნიდა “ლუკეზეს,” “ატალანტას,” “ნაპოლის,” 1994-ში კი, ტურინის “იუვენტუსის” თავკაცად დაინიშნა. 1999 წლამდე ლიპიმ “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, სამჯერ იტალიის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და ოთხჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა. 1998 წელს დაასახელეს პლანეტის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად. 1999 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა მილანის “ინტერში,” შემდეგ კი კვლავ ტურინის “დელე ალპიზე” დაბრუნდა. მას შემდეგ გუნდს ორი სკუდეტო მოაგებინა, 2003 წელს კი, “იუვენტუსმა” მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალური პაექრობა პენალტების სერიაში “მილანს” დაუთმო. 2004 წლის 16 ივლისიდან მარჩელო ლიპი “სკუადრა აძურას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდს 2006 წლის მუნდიალი მოაგებინა, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა. იტალიის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას მარჩელო ლიპი ხელმეორედ 2008 წლის ზაფხულიდან შეუდგა, თუმცა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მის მიერ გაწვრთნილმა “სკუადრა აძურამ” ფიასკო განიცადა – ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1886 - ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის გათამაშების ფინალში, “ბლექბერნ როვერსმა” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” დაამარცხა (2:0) და ზედიზედ მესამედ მოიპოვა საპატიო პრიზი.

1920 - შეფილდის “ჰილსბოროს” სტადიონზე ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა შოტლანდიას 5:4 მოუგო. პირველი ტაიმი სკოტებმა 4:2 მოიგეს.

1924 - აშშ-ში ცურვაში პირველი საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ჩატარდა.

1957 - მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” დასწრების რეკორდი დამყარდა. ჩემპიონთა თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩს “რეალსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის 100 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მატჩი მადრიდელებმა 3:1 მოიგეს.

1959 - ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი ბილი რაიტი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც სანაკრებო დონეზე ოფიციალური მეასე შეხვედრა ჩაატარა. იმ დღეს ინგლისმა შოტლანდიას 1:0 მოუგო. რაიტმა ინგლისის ნაკრების მაისურა 105-ჯერ მოიზომა.

1965 - მეოცე საუკუნეში პირველად ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრების მაისური ძმებმა, ბობი და ჯეკი ჩარლტონებმა მოიზომეს. 1899 წელს ინგლისელთა ნაკრებში ფრენკ და ფრედი ფორმენები თამაშობდნენ.

1976 - ინგლისის საბავშვო-საფეხბურთო (14 წლამდელები) ლიგის მატჩში კენტში “მიდასისა” და “ქერიჯ კოლტსის” მატჩი 59:1 დასრულდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პირველი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, “მიდას” ფორვარდ კევინ გრემის ანგარიშზე კი 17 გოლია. აღნიშნული შეხვედრის ხანგრძლივობა 70 წუთი იყო.

1981 - პროფესიონალ სუპერმძიმეწონოსან მოკრივეთა შორის, ლარი ჰოლმსმა მოგვარე ტრევორი თხუთმეტრაუნდიან ორთაბრძოლაში დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

1989 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, რონ ჰექტალი პირველი გოლკიპერი გახდა, რომელმაც ფლეი-ოფის მატჩში შაიბის გატანა მოახერხა.

1993 - ფორმულა-1-ის დონინგტონ პარკის ევროპის გრანპრი ბრაზილიელმა აირტონ სენამ (“მაკლარენი”) მოიგო.

1993 - ჯეფ როუზმა 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (51.43).

1993 - ფიდე-ს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი ყალმუხეთის პრეზიდენტი გახდა.

1999 - ფორმულა-1-ის ინტერლაგოსის (ბრაზილია) გრან-პრი ფინელმა მიკა ჰაკინენმა (“მაკლარენი”) მოიგო.

2005 - ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელობამ კლაუსტროფობიით შეპყრობილ დენის ბერგკამპს კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განუცხადა.

2007 - “ატლანტა ჰოუქსმა” “ბოსტონ სელტიკსი” 104:96 დაამარცხა. ატლანტელთა ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 38 წუთში 22 ქულა მოაგროვა, 12 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება განახორციელა.

2007 - ესპანური “სელტას” მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის ცნობილი ბულგარელი სპეციალისტი, ხრისტი სტოიჩკოვი დაინიშნა, რომელმაც ამ პოსტზე ფერნანდო ვასკესი შეცვალა.

2007 - თანამდებობიდან გადააყენეს ინგლისური “ფულემის” მთავარი მწვრთნელი, კრის კოულმენი, რომლის ადგილიც დროებით ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების დამრიგებელმა ლორი სანჩესმა დაიკავა.

2009 - რაგბიში საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრებმა ტულონში იტალიელ თანატოლებს 18:3 სძლია დაევროპის პირველობის ელიტაში დარჩა.

ამ დღეს დაიბადნენ

1902 - მაკს აბეგლენი. 1920-30-იან წლებში ციურიხის “გრასხოპერსის” ფორვარდი. შვეიცარიის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის შვიდგზის მფლობელი. 1924 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. შვეიცარიის ნაკრებში გამოსვლისას გაიტანა 33 გოლი და ამ მაჩვენებლით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს კუბილაი თურქილმაზთან.

1906 - რენატო ჩეზარინი. არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა. ტურინის “იუვენტუსში” გამოსვლისას ხუთჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი. “სკუადრა აძურაში” ჩაატარა 11 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. გამოირჩეოდა ასპარეზობათა ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლების გატანით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, კლუბის ტექნიკური დირექტორი. მოგვიანებით არგენტინაში დაბრუნდა და საფეხბურთო აკადემია დააარსა.

1908 - დონ მაქსველი. წარმატებული ინგლისელი ჩოგბურთელი და მწვრთნელი. მუშაობდა სპორტულ კომენტატორადაც. შეყვანილია ჩოგბურთელთა “დიდების დარბაზში”.

1916 - გრიგორი ფედოტოვი. ლეგენდარული რუსი ფეხბურთელი. მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი. გრიგორი ფედოტოვი პირველი მოთამაშეა, რომელმაც საკავშირო პირველობების მატჩებში ასი გოლის გატანა მოახერხა (1948 წლის ჩემპიონატის მსვლელობისას).

1945 - ვერა დუინოვა. საბჭოთა ფრენბურთელი. 1968 და 1972 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.

1948 - გეორგი იარცევი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, კოსტრომას “სპარტაკის,” სმოლენსკის “ისკრას,” ცსკა-ს, მოსკოვის “სპარტაკისა” და “ლოკომოტივის” ფორვარდი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1970, 1979). 1979 წლის საკავშირო პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი. წვრთნიდა მოსკოვის “სპარტაკსა” და “დინამოს,” ვოლგოგრადის “როტორს,” 2003-2005 წლებში რუსეთის ნაკრებს. იარცევის მეთაურობით რუსეთის ნაკრებმა ანტირეკორდი დაამყარა, წააგო რა პორტუგალიის ნაკრებთან 1:7.

1948 - მარჩელო ლიპი. აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში გამოდიოდა “სავონაში,” “სამპდორიასა” და “პისტოეზეში”. ამპლუით ნახევარმცველმა და მცველმა საკლუბო დონეზე ჩაატარა 305 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. 1982 წლიდან “სამპდორიას” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა, ხოლო 1989 წელს მას სერია A-ს გუნდი “ჩეზენა” ჩააბარეს. შემდგომში მარჩელო ლიპი წვრთნიდა “ლუკეზეს,” “ატალანტას,” “ნაპოლის,” 1994-ში კი, ტურინის “იუვენტუსის” თავკაცად დაინიშნა. 1999 წლამდე ლიპიმ “ბებერ ქალბატონს” ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, სამჯერ იტალიის ჩემპიონობა, ქვეყნის თასი და ოთხჯერ იტალიის სუპერთასი მოაგებინა. 1998 წელს დაასახელეს პლანეტის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად. 1999 წლიდან 2001 წლამდე მუშაობდა მილანის “ინტერში,” შემდეგ კი კვლავ ტურინის “დელე ალპიზე” დაბრუნდა. მას შემდეგ გუნდს ორი სკუდეტო მოაგებინა, 2003 წელს კი, “იუვენტუსმა” მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალური პაექრობა პენალტების სერიაში “მილანს” დაუთმო. 2004 წლის 16 ივლისიდან მარჩელო ლიპი “სკუადრა აძურას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და გუნდს 2006 წლის მუნდიალი მოაგებინა, რის შემდეგაც თანამდებობა დატოვა. იტალიის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შესრულებას მარჩელო ლიპი ხელმეორედ 2008 წლის ზაფხულიდან შეუდგა, თუმცა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მის მიერ გაწვრთნილმა “სკუადრა აძურამ” ფიასკო განიცადა – ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.

1958 - გეორგი სლავკოვი. ბულგარეთის ნაკრებისა და სოფიის ცსკას ფორვარდი. ბულგარეთის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ბულგარელთა უპირველეს საფეხბურთო ლიგაში ჩაატარა 256 მატჩი, გაიტანა 109 გოლი. გამოდიოდა ფრანგულ “სენტ ეტიენსა” და პორტუგალიურ “შავეშშიც”.

1961 - გონსალეს რობერტო კაბანიასი. 1970-90-იან წლებში პარაგვაის ნაკრების ფორვარდი. 1979 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. პარაგვაის ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.

1966- პეტრ შტიოგერი. ავსტრიის ნაკრებისა და ვენის “რაპიდის” ჰავბეკი. ავსტრიის ოთხგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის სამგზის მფლობელი.

1968 - ვალერი პარუნაშვილი. ქართველი სამბისტი და ძიუდოისტი (+100 კგ წონითი კატეგორია). სამბისტთაშორის 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის პლანეტის პირველობაზე მოიპოვა ვერცხლის მედალი,ხოლო 1995 წელს _ ბრინჯაო. ქართულ ჭიდაობაში საქართველოს აბსოლუტური ჩემპიონი-ფალავანი (1995).ძიუდოში საბჭოთა კავშირის პირველობების ვერცხლისა (1990) და ბრინჯაოს (1989) მედლების მფლობელი.

1982 - ლუის ფლორესი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბების, “გოლდენ სტეიტ უორიორზისა” და “დენვერ ნაგითსის” გამთამაშებელი (188 სმ).

1993 - გიორგი ჭანტურია. საქართველოს ეროვნული, 19 და 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებების,ჰოლანდიის არნემის “ვიტესის”, რუმინეთის “კლუჟის” მოთამაშე. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა6 მატჩი, გაიტანა ერთი გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალა

2005 - ლუსიენ ლორანი. ფრანგი ფეხბურთელი. 1930 წლის მუნდიალის მონაწილე. გარდაიცვალა 97 წლის ასაკში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11439