ფეხბურთი

10:45 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანს" შესაძლოა ევროტურნირებზე თამაშის უფლება აეკრძალოს

იტალიური „მილანის“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის იმედები კვლავ საეჭვო გახდა. უეფას კლუბების კონტროლის ორგანოში საჩივარი შევიდა, თითქოს „როსონერიმ“ ფინანსური სამართლიანი თამაშის წესები მეორედ დაარღვია.

ბრალი ჯერ დადასტურებულ არ არის, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს გამართლდება, „მილანს“ ევროტურნირებზე თამაშის უფლება გარკვეული დროით აეკრძალება.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს უეფამ „შავ-წითლებს“ ევროტურნირებში მონაწილეობა ორი წლით აუკრძალა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ აღნიშნული საკითხი სასამართლოში გაასაჩივრა და დავა მოიგო.

აქვე გეტვით, რომ ბოლო წლების განმავლობაში „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის ასეთი რეალური შანსი არ ჰქონია, თუმცა შესაძლოა გარჯა ფუჭი გამოდგეს.

იტალიურ გუნდს 31 ტურის შემდგომ 52 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

თეგებიმილანი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110622