ფეხბურთი

3:24 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რონალდუ სხვა კატეგორიაა"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „აიაქსთან“ (1:1) შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სხვა კატეგორიას განეკუთვნება.

გარდა ამისა, იტალიელი სპეციალისტი დაცვის ხაზის და განსაკუთრებით დანიელე რუგანის თამაშით კმაყოფილი დარჩა.

„კარგად ვითამაშეთ, თუმცა უკეთესადაც შეიძლებოდა. „აიაქსი“ ძალიან ხარისხიანი გუნდია, რომელიც მოკლე მონაკვეთში ბურთს საოცრად ფლობს.

რუგანი? შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მშვიდად ვიყავი, ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. პირველ ტაიმში დასწრებაზე იდეალური იყო და მეორე ნახევარშიც კარგად ითამაშა. საერთოდ, დაცვაში კარგად ვითამაშეთ და მათ შორის, კანსელუმაც.

„აიაქსს“ რამდენიმე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი ჰქონდა და კარგი იქნებოდა მანჯუკიჩსა და რონალდუს ბურთი უფრო მეტად ჰქონოდათ და ჯარიმა მოეპოვებინათ. კრიშტიანუ დღესაც შესანიშნავი იყო და არამარტო გოლის გამო, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სხვა კატეგორიაა“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს, ტურინში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120365