კალათბურთი

15:57 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის “ბეირუთი” ნახევარფინალში ითამაშებს
ქართველმა კალათბურთელმა მეოთხედფინალის დასკვნით მატჩებში 31 ქულა ჩააგდო

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში “მუტაჰედს” 3:2 სძლია და ნახევარფინალში “ჰომენტმენთან” შერკინება მოუწევს.

ბეირუთელებმა გასულ ორ დღეში 2 მატჩი მოილიეს. ქართველი ლეგიონერის გუნდმა თავდაპირველად სტუმრად ითამაშა და ჩვენებურის ორმაგი დუბლის მიუხედავად, 64:65 წააგო.
ცქიტიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 35:48 წუთში 12 ქულა, 13 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიკამ 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
მეოთხედფინალის გადამწყვეტი შეხვედრა ბეირუთში შედგა და მასპინძლებმა 84:70 მოიგეს. ქართველმა მძიმე ფორვარდმა ამჯერადაც სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 22 წუთში 19 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ცქიტიშვილმა 4-ვე ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120197