ფეხბურთი

16:20 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "შემდეგში აგუერო პენალტს გაიტანს"

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალურ შეხვედრაში „ტოტენჰემმა“ შინ „სიტი“ 1:0 დაამარცხა. მატჩისშემდეგ პეპ გვარდიოლამ მცირე კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბევრი მომენტი შევქმენით, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. შემდეგში აგუერო პენალტს გაიტანს. შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი. ყველაფერს ვიზავთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ჩვენ კარგად ვითამაშე, მაგრამ ეს ჩემპიონთა ლიგაა. ახლა „კრისტალ პალასთან“ მატჩზე უნდა ვკონცენტრირდეთ, ჯერჯერობით „ტოტენჰემზე“ ფიქრის დრო არ გვაქვს“- განაცხადა გვარდიოლამ.

0.132431