ფეხბურთი

10:51 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰენდერსონი: „შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ“

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, „პორტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის მოგების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი გუნდი შედეგით კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა მეტი გოლის გატანა მართებდათ.

„პორტუ“ კარგი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთლებით. ისინი ძალიან სახიფათონი არიან. მეორე ტაიმში ერთი ან ორი გოლის გატანა კიდევ გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა. თუმცა, ჯამში, ვფიქრობ, შდეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ.“ - ციტირებს „ჰენდოს“ სიტყვებს BBC.

„პორტუსა“ და „ლივერპულის“ საპასუხო შეხვედრა პორტუში, სტადიონ „დრაგაუზე“ 17 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110639