ფეხბურთი

9:04 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპმა სამწვრთნელო კარიერაში მე-400 გამარჯვება მოიპოვა

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, „ლივერპულმა“ „პორტუს“ 2:0 სძლია. როგორც სტატისტიკური პორტალი Opta გვამცნობს, ეს მესისაიდელთა მწვრთნელის, იურგენ კლოპის მე-400 გამარჯვება იყო სამწვრთნელო კარიერაში.

ეს მოგებები ასე განაწილდა: 111 – „ლივერპულში,“ 180 - დორტმუნდის „ბორუსიაში“ და 109 „მაინცში.“

გერმანელმა სპეციალისტმა „ლივერპული“ 2015 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით შარშან „წითლები“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც მადრიდის „რეალთან“ 1:3 დამარცხდნენ.

მიმდინარე პრემიერლიგაში „ლივერპული“ 33 ტურის შემდეგ, 82 ქულით, პირველ ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120074