ფეხბურთი

21:10 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კოპა ამერიკის ფორმატი შეიცვალა

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის, კოპა ამერიკის ფორმატი შეიცვალა. როგორც კონმებოლის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, 2020 წლიდან კოპა ამერიკა განახლებული სისტემით ჩატარდება.

12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება, თითოეულში 6 ნაკრები ითამაშებს. ჯგუფიდან საუკეთესო 4 გუნდი გავა ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გააგრძელებენ.

მთლიანობაში ტურნირზე 38 თამაში ჩატარდება (12-ით მეტი, ვიდრე აქამდე მოქმედი ფორმატით).

ცნობილია ისიც, რომ 2020 წლის კოპა ამერიკის გათამაშებას ორი ქვეყანა უმასპინძლებს, არგენტინა და კოლუმბია.

აქვე შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკის გათამაშება ჯერ კიდევ მოქმედი ფორმატით მიმდინარე წელს 14 ივნისიდან 7 ივლისამდე ბრაზილიაში ჩატარდება, ხოლო 2020 წლიდან ახალი ფორმატის ჯერი დადგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119307