ფეხბურთი

20:15 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიში“ ბერნარდუ სილვა აღიარეს

მანჩესტერ „სიტის“ მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად გუნდის ნახევარმცველი ბერნარდუ სილვა დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას მანჩესტერელთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, „სიტის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გულშემატკივართა შორის ჩატარდა გამოკითხვა, რომელშიც ყველაზე მეტი ხმა ბერნადრუ სილვამ მიიღო.

მარტის თვეში სილვამ ხუთი შეხვედრა ჩაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110226