ფეხბურთი

16:16 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: "აზარის სანაცვლოდ 100 მილიონი ძალიან ცოტაა და მისი შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის ედენ აზარის მადრიდის „რეალში“ გადასვლას, როგორც ჩანს, ხელს აღარაფერი უშლის. ყოველშემთხვევაში „ვესტ ჰემთან“ გამარჯვების შემდეგ მაურიციო სარის კომენტარი ამაზე მოწმობს.

იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, აზარის შეცვლა ძალიან იქნება და ფეხბურთელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ.

„მის შესანარჩუნებლად მე არაფერი შემიძლია, თუ ედენს წასვლა მოუნდება, ვფიქრობ, მისი შენარჩუნება ძალიან რთული იქნება. 100 მილიონი? დღევანდელი საბაზრო პირობების გათვალისწინებით ეს ძალიან ცოტაა. ბოლო სატრანსფერო პერიოდშ პრაქტიკულად წარმოუდგენელი ფასები ვანხეთ.

აზარის შეცვლა ძალიან, ძალიან რთული იქნება, ამიტომ, ვცდილობთ, რომ დარჩენაში დავარწმუნოთ. გვინდა ინგლისში ერთ-ერთი საუკეთესოები ვიყოთ, შესაბამისად ევროპაშიც, მაგრამ ვფიქრობ, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა სარიმ.

შეგახსენებთ, „ჩელსიმ“ „ვესტ ჰემი“ სწორედ აზარის დუბლით (2:0) დუბლით დაამარცხა. ბოლო დღეებში, ესპანური მედია დარწმუნებით წერდა, რომ აზარი ზაფხულში „რეალში“ 100 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

0.115021