ფეხბურთი

14:26 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონტე „ინტერს“ ჯამაგირად წელიწადში10 მილიონს სთხოვს

მილანის „ინტერი“ აგრძელებს მოლაპარაკებებს „იუვენტუსის,“ იტალიის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელთან, ანტონიო კონტესთან.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, სპეციალისტმა „ნერაძურის“ ხელმძღვანელობას ჯამაგირად წელიწადში 10 მილიონი ევრო მოსთხოვა. იმავე პირობებს უყენებს ის სხვა შესაძლო მსურველ კლუბებსაც.

თუ „ინტერი“ კონტეს მოთხოვნას დათანხმდა, მაშინ ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება სერია A-ში. ამჟამად იტალიაში ყველაზე მეტს „იუვენტუსის“ დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი იღებს - 7 მილიონი ევრო. „ინტერის“ ახლანდელ მწვრთნელს, ლუჩანო სპალეტის კი 4,5 მილიონს უხდიან.

კონტე გასული ზაფხულიდან უმუშევარია და ახლა „ჩელსის“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო კუთვნილ კომპენსაციაზე სასამართლოში ედავება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11377