ფეხბურთი

9:48 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გატუზო; „ლაციოსთან“ მატჩი „მილანისთვის“ ფინალივით იქნება“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ლაციოსთან“ სერია A-ს 32-ე ტურის მატჩი, მისი გუნდითვის ფინალის ტოლფასი იქნება.

„ლაციოსთან“ შეხვედრა ნამდვილი ფინალი იქნება. თუ ჩემპიონთა ლიგაში გასვლა გვინდა, უფლება არ გვაქვს მოგების გარდა სხვა შედეგზე ვიფიქროთ. „იუვენტუსთანაც“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში მსაჯმა მეტოქის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილებები.

ახლა კი წინ უნდა ვიყუროთ. ვიმედოვნებ, პენტეკი სერიის საუკეთესო მეგოლე გახდება. ამაში მას პარტნიორებმაც უნდა შეუწყონ ხელი.“ - ციტირებს გატუზოს სიტყვებს Football Italia.

31-ე ტურის შემდეგ, 52 ქულით, „მილანი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.

Loading...
0.160935