ფეხბურთი

3:12 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "აიაქსთან" მატჩამდე საკადრო პრობლემები მოეძალა

იტალიის ჩემპიონი „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება. იტალიური მედიის ცნობით, გუნდის ბოლო ვარჯიშზე კაპიტანი ჯორჯო კიელინი დაშავდა.

გამოცდილ მცველს კუნთის დაზიანება აღენიშნება და მისი თამაში „აიაქსის“ წინააღმდეგ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ყველაფერი უახლოეს საათებში უნდა გადაწყდეს.

აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ კიელინის გარდა კიდევ ორი ცენტრლაური მცველი, ანდრე ბარძალი და მარტინ კასერესიც დაშავებულები ჰყავს.

ამასთან, საეჭვოა კრიშტიანუ რონალდუსა და ემრე ჯანის თამაშის საკითხიც. შეგახსენებთ, „აიაქსისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 აპრილს, ამსტერდამში შედგება.

სტატისტიკა
0.270476