ჭიდაობა

23:43 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კენჭაძე და ოდიკაძე მედლებისთვის იბრძოლებენ

ნიკა კენჭაძე და ელიზბარ ოდიკაძე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებს შეუტევენ.

საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრებს ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პირველი დღის შემდეგ, 2 მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ნიკა კენჭაძე (79 კგ.) დამამშვიდებელ წრეში გერმანელ ბუეტნერთან გამარჯვების შემთხვევაში, ბრინჯაოს მედლისთვის ბელარუს ანდრე კარპაჩს შეხვდება.

ბრინჯაოს მედლისათვის იჭიდავებს ელიზბარ ოდიკაძეც (97 კგ.), ვისი მეტოქეც უნგრელ სზაბოს და მოლდაველ ჩებანს შორის გამარჯვებული იქნება.

ფინალური ბლოკის ტრანსლაცია 9 აპრილს 18:15 საათიდან სილკ უნივერსალზე დაიწყება.

ხვალვე, რუმინეთში მიმდინარე ევროპირველობაზე წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა დარჩენილი - 61, 74, 86, 92 და 125 კგ. კატეგორიის ფალავნები გამართავენ.

საქართველოს ღირსებას მსოფლიო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბექა ლომთაძე (61 კგ.), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), მსოფლიოს და ევროპის პრიზიორი სანდრო ამინაშვილი (86 კგ.), ირაკლი მწითური (92 კგ.) და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი (125 კგ.) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლაციის, შედეგებისა და ბადეების ლინკი

https://unitedworldwrestling.org/event/european-championships-6?fbclid=IwAR0DUIf2WmhBnL0gegO5EcfG-yxY8mgQsmjFjiNKntjDcxKA69NP9jjQAAQ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115753