ფეხბურთი

20:55 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: "ჩელსიში" დარჩენა მინდა, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული"

გონსალო იგუაინს ლონდონის „ჩელსიში“ დარჩენა სურს. ამის შესახებ არგენტინელმა ფეხბურთელმა თავად განაცხადა, თუმცა იცის, რომ ლონდონში დარჩენა მასზე არაა დამოკიდებული.

„ჩემი მომავალი არ ვიცი, ეს კლუბის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. აქ მოვედი და ვიცი, რომ დარჩენა მინდა. „ჩელსი“ დიდი გუნდია, ლონდონი ლამაზი ქალაქია, კარგად ვარ და ძალიან კარგად ვცხოვრობ. ჩემი სურვილია დარჩენა, დანარჩენი „ჩელსიზეა“ დამოკიდებული.

თუმცა, მანამდე მინდა ეს სეზონი წარმატებულად დავასრულოთ. იმედია, ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოვიპოვებთ, რადგან ოთხეულს მხოლოდ ერთი ქულა გვაშორებს“, - თქვა იგუაინმა.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ გონსალო იგუაინი ტურინის „იუვენტუსიდან“ იანვარში იჯარით დაიმატა. მას შემდეგ 31 წლის არგენტინელმა „არისტოკრატების“ მაისურით ჩატარებულ 11 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

Loading...
სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 35
  • 20 აპრილი, 2019
  • არსენალი - კრ. პალასი
  • ბორნმუთი - ფულემი
  • კარდიფი - ლივერპული
  • ჩელსი - ბარნლი
  • ევერტონი - მანჩესტერი
  • ჰადერსფილდი - უოტფორდი
  • სიტი - ტოტენჰემი
  • ნიუკასლი - საუთჰემპტონი
  • ვესტ ჰემი - ლესტერი
  • ვულვზი - ბრაიტონი
პრემიერლიგა - ტური 36
  • 27 აპრილი, 2019
  • ბრაიტონი - ნიუკასლი
  • ბარნლი - სიტი
  • კრ. პალასი - ევერტონი
  • ფულემი - კარდიფი
  • ლესტერი - არსენალი
  • ლივერპული - ჰადერსფილდი
  • მანჩესტერი - ჩელსი
  • საუთჰემპტონი - ბორნმუთი
  • ტოტენჰემი - ვესტ ჰემი
  • უოტფორდი - ვულვზი
0.288554