ფეხბურთი

20:01 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "პორტუსთან" თამაში არ მინდოდა, რადგან ძალიან სახიფათოა"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „პორტუსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ხვალინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, „პორტუსთან“ დაპირისპირება არ სურდა, რადგან ძლიერ და სახიფათო მეტოქედ მიაჩნია.

„ყველას უნდოდა „პორტუსთან“ თამაში, მე - არა. ვინც ფეხბურთი კარგად იცის, ისიც იცის,რომ „პორტუ“ ძალიან სახიფათოა, ახლა კი ჩვენ უნდა ვეთამაშოთ. რა თქმა უნდა, „ლივერპულის“ წინააღმდეგაც არავის სურდა თამაში, შესაბამისად, ორივ გუნდისთვსი რთული მატჩები იქნება. მოუთმენლად ველოდებით, შეხვედრის დაწყებას.

შარშანდელი მატჩები? 5:0 გამარჯვება უცნაური იყო, ყველაფერი ორი-სამი კარგი კონტრშეტევით გადაწყდა. უფრო გონივურლად უნდა ვითამაშოთ და ნათელი იდეები გვექნება მოედანზე. ევროპაში ბევრი დადებითი და ნეგატიური მომენტები გვქონია, ახლა უფრო გამოცდილები ვართ.

სალაჰი? დიახ, მან როგორც იქნა გაიტანა, მაგრამ შეშფოთებული არც არავინ ყოფილა. ის ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯება, ვარჯიშებზე, თამაშებზე. „საუთჰემპტონთან“ მისი გოლი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი იყო.

ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, საკუთარი კარი მშრალად შევინახოთ და ჩვენ გავიტანოთ. „პორტუ“ კარგი გუნდია, დაცვაში ძლიერია და ძალიან კარგად თამაშობს პრესინგს. მეოთხედფინალში დამსახურებულადაა და ვიცით, რომ ურთულესი შეხვედრა გველოდება“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულისა“ და „პორტუს“ შეხვედრა 9 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100583