კალათბურთი

14:43 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის “ბეირუთი” მეოთხედფინალში დაწინაურდა

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალში “მუტაჰედს” 75:71 სძლია და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში), 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
ცქიტიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბეირუთი” მომდევნო შეხვედრას სტუმრად 8 აპრილს ჩაატარებს და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს მოიპოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123204