ფეხბურთი

23:35 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რიჩარდ ლუკას ბენეფისი გორში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მეორე სათამაშო დღეს გორში, „დილასა“ და „ტორპედოს“ შეხვედრით დასრულდა.

ფავორიტად იმერლები მიიჩნეოდნენ, რადგან გუნდებმა მიმდინარე სეზონი განსხვავებულად დაიწყეს - „ტორპედო“ ლიდერთა შორისაა, ხოლო „დილა“ ჯერჯერობით სუსტად თამაშობს და ისეთი პირი უჩანს, გადარჩენისთვის მოუწევს ბრძოლა.

ეს დღევანდელმა მატჩამც ცხადყო. „ტორპედომ“ მეტოქეს ერთი თავით აჯობა დ ადამსახურებულად იმარჯვა. ყველაფერი მეორე ტაიმის სტარტზე ალვინ ფორტესის გაძევებამ გაუადვილა ქუთათურებს. სტუმრებმა რიცხობრივ უპირატესობას მალევე გოლიც დაერთეს და ყველაფერი ნათელი გახდა. კუცია ცდილობდა ბურთი კუთხურზე არ გადაეშვა და ბურთი მოიგერია, თუმცა ცუდად, იქვე რიჩარდ ლუკას ჩააბარა, ბრაზილიელმა კი ეფექტური და ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში. ეს სამხრეთ ამერიკელის სადებიუტო გოლია „ტორპედოს“ მაისურით. მანვე, 88-ე წუთზე დუბლი მიითვალა. ამჯერად პენალტი დაარტყა ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ტორპედომ“ 13 ქულა დააგროვა, ბათუმისა და თბილისის „დინამოებთან“ ერთად მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს. „დილა“ კი 5 ქულით მეცხრე პოზიციაზეა დალექილი.

„დილა“ – „ტორპედო“ 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 რიჩარდ ლუკა (55), 0:2 რიჩარდ ლუკა (88, პენ)

0.121815