ფეხბურთი

20:12 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში პენალტი ვერ გაიტანა (+VIDEO)

შვედეთის ჩემპიონატის, ალსვენსკანის მეორ ეტურში „გიოტებორგმა“ „ელფსბორგს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლალდ ითამაშა გიორგი ხარაიშვილმა, რომელსაც გოლით გატანაც შეეძლო.

65-ე წუთზე ჩვენებური მეკარესთან პირისპირ გადიოდა, როდესაც მცველმა წააქცია და პენალტი დაინიშნა, ხოლო დამნაშავე გააძევეს. ბურთთან გიორგი მივიდა, მაგრამ ვერ გაიტანა, მეკარემ აჯობა.

„გიოტებორგისთვის“ ეს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იყო და 2 ტურის შემდეგ 3 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121513