ფეხბურთი

15:55 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგის" სკაუტები შიკს დააკვირდნენ

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების და "რომას" თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა შესაძლოა კარიერა "ლაიპციგში" გააგრძელოს. როგორც Football Italia იუწყება, გერმანული კლუბის სკაუტები "რომას და "სამპდორიას" თამაშს დაესწრნენ და 23 წლის მოთამაშის ასპარეზობას დააკვირდნენ.

შიკმა "სამპდორიასთან" სტუმრად მოგებულ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მიმდინარე სეზონში პატრიკმა ყველა ტურნირზე 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. "რომა" მზადაა ჩეხი თავდამსხმელი 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმოს. შიკის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 15 მილიონი ევროა.

0.126412