ფეხბურთი

13:43 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩი: "დამსახურებულად გავიმარჯვეთ"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა "დორტმუნდთან" მოგებული ბუნდესლიგის 28-ე ტურის მატჩის შემდეგ თავისი გუნდის ასპარეზობით კმაყოფილი იყო.

"90 წუთის განმავლობაში მაღალ დონეზე ვიასპარეზეთ. პირველი ნახევარი უფრო გამორჩეული იყო ყველა ასპექტში. ტაქტიკურად კარგად ვითამაშეთ და ვულოცავ ჩემ გუნდს ასეთ გამოსვლას. დამსახურებულად გავიმარჯვეთ, თუმცა ჯერ კიდევ ექვსი მატჩი დარჩა სათამაშო, ჩვენც და "დორტმუნდსაც" რთული დაპირისპირებები ელის და წინასწარ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი." - ციტირებს "ბაიერნის" ოფიციალური ვებგვერდი ხორვატის სიტყვებს.

"ბაიერნმა" "დორტმუნდი" 5:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთი ქულით ჩამოიტოვა. "რეკორდმაისტერებს" 64 ქულა აქვთ, ხოლო "ბორუსიას" - 63.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112997